კეთილი ინებოს და მივიდეს პრაიდზე, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ, “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით განაცხადა და პრეზიდენტს პრაიდზე მისვლისკენ მოუწოდა.
“კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა 5 ივლისს მივიდეს პრაიდზე – ლამაზად იცვამს, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, მოკიდოს ხელი თავის პირად მოძღვარს და აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ამიტომ ხარ პრეზიდენტი, რომ დაიცვა ყველას უფლებები და იყო კონსტიტუციის გარანტი” – ამბობს რომან გოცირიძე.