დღეს ყველაფერი ნათელი გახდა, რომ იმ სიბინძურის უკან, რაც ხდებოდა, დღეში ათჯერ რომ “კვდებოდა” სააკაშვილი, რა ძალები იდგნენ. ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, კეთილი ინებოს ყველამ და ბოდიში მოიხადოს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებმა, ევროპარლამენტარებმა, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ საქართველოს კონსტიტუციას, ქართველ ხალხს თავიანთი ოდიოზური განცხადებებით. ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან, არამედ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები და აქვთ მხოლოდ ის ინტერესი, დაამხონ ხელისუფლება.