კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა რთულად წარმომიდგენია პროცესის შედეგი – წულუკიანი საყოველთაოშერიგებაზე

“კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა რთულად წარმომიდგენია პროცესის შედეგი “- ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე.

”მე ვფიქრობ, რომ შერიგების იდეა, თავისთავად, კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ, რომ დავაკვირდე ჯერ პროცესს, იმიტომ, რომ ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი რა შეიძლება იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა, შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში, პროცესის შედეგი. ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი და იმის მიხედვით შემდეგ შევძლებთ უკვე საფუძვლიანი კომენტარების გაკეთებას. ”- განაცხადა წულუკიანმა.