კელი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მთავარი საყრდენია. დღეს ელჩი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა და მათთან მედიის თავისუფლება, ჟურნალისტების უსაფრთხოება და ძირითად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს წინსვლის გზები განიხილა. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს 19 აპრილის შეთანხმებაზე ყველა პარტიის ხელმოწერისა და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე.”- ნათქვამია განცხადებაში.