“მე ვარ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანაში და არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის ექსპერტი. რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებს, ამას უზრუნველყოფს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც დანერგა ქართულმა ოცნებამ და ამოქმედდება 2024 წლიდან.

არ არსებობს არავითარი შეთანხმება. ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, ოღონდ ამას აქვს წინაპირობა – ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იჯდეს პარლამენტში და გვჭირდება ამის განგრძობითი მტკიცებულება, რომ მათ სურთ დღის წესრიგის შეცვლა. თუ ამას დაამტკიცებენ, მყისიერად განახლდება დისკუსია ბარიერთან დაკავშირებით”

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კელი დეგნანის განცხადებაზე. აშშ-ს ელჩმა თქვა, რომ ერთპარტიული მმართველობა ტირანიის საფრთხეს ქმნის.