“აშშ-ს ელჩი ატყუებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსო და მგონი კელი დეგნანი ნაციონალიაო – ტექსტი ასე გამოიყურება.
სრულიად მარტოა “ოცნება” დარჩენილი
ივანიშვილი – პუტინი და მათი “პეხოტა” მთავრობაში, პარლამენტში”
წერს ლევან ხაბეიშვილი ოცნების ლიდერების განცხადებაზე, რომლებიც მათ აშშ-ს კრიტიკის საპასუხოდ გამოაქვეყნეს. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ისინი შეთანხმების ყველა პირობას ზედმიწევნით ასრულებენ, თუმცა “ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია”