კენჭისყრა იყო წყალგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და “ნაცმოძრაობა”, მეორე მხარეს – პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა – თალაკვაძე

დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალაგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”, მეორე მხარეს – პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა და ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნამდვილად შემაშფოთებელი იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” უკვე ორი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებებს, რომ მათ სურთ, ეს ცვლილებები ჩავარდეს. ეს პრინციულად ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ ხმამაღლა გაკეთებულ საჯარო განცხადებებს დემოკრატიაზე და ასევე ეწინააღმდეგებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ამ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ დადო საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების წინაშე. მე ვფიქრობ, დღევანდელი კენჭისყრა ეს უკვე იყო წყალაგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”, გამოჩნდა, რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას, მეორე მხარეს დარჩა პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა, “ქართული ოცნება” და დარჩა ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. საზოგადოებისთვის ნათელია, თუ ვინ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია მომავალზე პასუხისმგებლობის აღება, ვინ არიან ოპოზიციური ჯგუფები, ვინც შეთანხმება შეასრულეს და ასევე საზოგადოებამ დაინახა ძველი ოპოზიცია, ორი პოლიტიკური პარტია- “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რომელმაც სამწუხაროდ, ვერ შეძლო ელემენტარული პირობის შესრულება და ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც ჰქონდა საჯარო დაპირება მიცემული და რაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი შეთანხმების სახით. ეს არის მკაციო სიგნალი, ვის რა ღირებულებები აქვს და რეალურად ვინ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის მათი არჩევანი, საზოგადოების არჩევანს ოქტომბერში დავინახავთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.