თუკი ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი, შეკითხვას რჩება თუ არა ძალაში რეკომენდაცია ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვის შესახებ.
„ეს რეკომენდაციათა ის სახეობაა, რომელიც გადაადგილების გარკვეულ შემცირებას უზრუნველყოფს. ეს სახეობა გამოიყენება არამარტო საქართველოში, არამედ ბევრგან და უპირველეს ყოვლისა ასოცირებულია ტაქსების გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან, რაც ნიშნავს, რომ მძღოლის გვერდით არავინ არ უნდა იჯდეს. მოხსნა ამ შეზღუდვებისა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. თუკი ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი. თუმცა ტაქსების შემთხვევაში შეეზღუდვა, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, ისიც უკანა სავარძელზე, გაცილებით ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული“,-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა
წყარო: Interpressnews.ge