კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.

ბექა ჯაიანი პოლიციამ 19 სექტემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, 1998 წელს დაბადებული ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.