კვარიათში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

კვარიათში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინედანაა. ის ზღვაზე დასასვენებლად იყო ჩასული. წყალში შესვლის შემდეგ დიდი ტალღების გამო მან უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ადგილზე იყვნენ მაშველები, თუმცა მათ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.