კვების ობიექტები, რომლებიც მხოლოდ აცრილ მოქალაქეებს მიიღებენ

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტი, სტუმრების მიღების წესს ცვლის. დღეიდან  რესტორნები “შავი ლომი”, “ნინიას ბაღი” და კაფე “ლეილა” მხოლოდ იმ სტუმრებს უმასპინძლებენ, რომლებიც არიან აცრილები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, წარადგენენ ანტიგენისა და PCR ტესტის პასუხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას, რესტორნები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

“ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან “შავი ლომი” (ნინიას ბაღი) მხოლოდ აცრილ, ანტიგენი ან PCR ტესტის მქონე სტუმრებს უმასპინძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ.”- აღნიშნულია განცხადებაში. 

მოქალაქეები რომლებიც აცრილები არიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, აცრის დამადასტურებელი შტრიხ კოდი, შეუძლიათ აიღონ აქ: https://covidpass.moh.gov.ge/