„აბაშიძეზე ამბობენ, რომ გამოცდილი დიპლომატია, რას ახმარს მის დიპლომატიას – საქართველოს ინტერესის გატარებას, თუ რუსეთის ინტერესს? კვერცხის სროლას ეძახის ბარბაროსობას და არ გახსენებია ცხინვალი და გასწორებული თამარაშენი.

რუს პროპაგანდისტებს კვერცხის სროლის გამო უხდის ბოდიშს, ბოდიში მოიხადოს 8-9-10 აგვისტოს დაღუპული გმირი ბიჭების მშობლების წინაშე. კვერცხის სროლა ყოფილა ბარბაროსობა და ჩვენი ისტორიული, ძირძველი კუთხეების მიწასთან გასწორებას რა ჰქვია მაშინ? ღარიბაშვილის წარმომადგენელია და მის ინტერესს გამოხატავდა, როცა პრემიერი ისეთი გვყავს, “რასაც გინდა დაუძახებ”, არ მიკვირს აბაშიძის დამოკიდებულება. ეს არის ღირსების საკითხი, თვითონ უნდა გადადგეს. რისთვის იხდიდა ბოდიშს- ელარჯის გაწელვა რომ ბოლომდე არ დააცადეს? ეს არის ლუსტრაცია იმ რუსული საქმის, რასაც “ქართული ოცნება” ემსახურება,”

ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.