PHR–ის უფლებადამცველი ანა არღანაშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს აფრიკის დასახლებაში გიგი ჩანგელიას სახლის დანგრევის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს.
“გიგი არის 8 წლის, ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები და 79 წლის ბებია, ყველანი არიან დევნილები. აქვთ პატარა სახლი, რომლის დანგრევის შემთხვევაში ისინი დარჩებიან გარეთ, ყინვაში.
სახლის დემონტაჟი დაგეგმილია კვირა დილას. ახლა ჯერი სასამართლოზეა, გადაწყვიტოს, დარჩეს თუ არა პატარა გიგი და მისი ოჯახი ღია ცის ქვეშ, ზამთარში, პანდემიის დროს.
მთელი ღამე ვწერდით ამ უზრუნველყოფის განცხადებას”,– წერია იურისტის განცხადებაში.
15 დეკემბერს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 12 პირი კი დააკავეს. მერიამ 20–მდე სახლი დაანგრია.