კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას?–IRI-ის კვლევის შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის შედეგები  გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხება. კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგსაც მოიცავს.

კითხვაზე: ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას(პირველი არჩევანი)? პასუხები ასე განაწილდა:

  • ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო – 33%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია– 16%
  • ევროპული საქართველო–თავისუფალი დემოკრატები – 5%
  • ახალი საქართველოსთვის–სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
  • პატრიოტთა ალიანსი–3%
  • ლეიბორისტული პარტია – 2%
  • სამოქალაქო მოძრაობა2%
  • ლელო საქართველოსთვის 2%
  • გირჩი – 2%
  • დემოკრატიული მოძრაობა გაერთიანებული საქართველო – 1%
  • გამარჯვებული საქართველოსთვის – 1%
  • სხვა – 1%
  • არცერთი – 1%
  • არ ვიცი – 17%
  • უარი პასუხზე – 11%

 

კვლევა IRI-ს კვლევების და გამოკითხვების ცენტრის სახელით დოქტორმა რასა ალიკაუსკენემ  2020 წლის 4 ივნისისა და 2 ივლისის პერიოდში, ჩაატარა Baltic Surveys / The Gallup Organization– დან. საველე სამუშაოები კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა სტარტიფიცირებული მრავალსაფეხურიანი ალბათობითი შერჩევის, სახლში ჩატარებული პირისპირ ინტერვიუს გზით. მონაწილეობდა 1500 საარჩევნო ხმის უფლების მქონე  რესპოდენტი, რომელთა ასაკი 18 წელი და მეტია. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. ცდომილება პლუს/მინუს 2.5%–ს შეადგენს, პასუხების პროცენტი კი 66%–ს. კვლევა ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.