საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე საგანგებო მდგომარებისას მართლმადიდებლურ ეკლესიებში მსახურებების ჩატარების გამო, ინტერესდება, აქვს თუ არა მასაც წირვის ჩატარების უფლება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“მე კვირას რომ მივიდე ეკლესიაში და წირვა გადავიხადო… მრევლი რომ მოვიდეს და ერთმანეთისაგან 2 მეტრიან დისტანციაზე დადგეს, დაახლოებით 50 ადამიანი ისე კოხტად მოთავსდება, როგორც დაგიბარებია… ანუ, თუ მე გამოვაცხადებ, რომ ღმერთის ნებაზე უნდა ვიაროო, ხმას არ გამცემს პატრული? ესაა ჩვენი საგანგებო მდგომარეობა? ამის გამოა ხალხს რომ მოჩვენებები დაეწყო მარტო სახლში ჯდომით? რეებს გვეხუმრება ეს ხალხი? მასხრათ გვიგდებთ ბატონო ხელისუფლება და დიდად პატივცემულო ჯანდაცვა?”- წერს რუსუდან გოცირიძე.