კვირის ბოლომდე გაიხსნება დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით ქვეყანაში არსებული ვაქცინების მარაგი იძლევა საშუალებას გაიზარდოს ვაქცინაციის ცენტრები.
“ორშაბათს დაიწყო ფაიზერით ვაქცინაცია. ბოლო ორი დღის განმავლობაში 26 ივლისს და 27 ივლისს ვაქცინირებული პირების რაოდენობა იყო 14 000-მდე. ჩვენი სამიზნე არის თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, კვირის ბოლომდე იგეგმება დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გაზრდა იმისთვის, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს. 25-30 ათასი არის სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ მიიღწეს. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა და დაემატება ვაქცინაციის ცენტრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.