ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კვირის ბოლოს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა შემოვა.
“რაც შეეხება დამატებით ვაქცინებს. კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას. შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევე არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან – უნგრეთის მკაცრი მარეგულირების მხრიდან”,– ამბობს ტიკარაძე.
მისივე ინფორმაციით, ჩინეთიდან ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვა.