“კვლავ მოვუწოდებ ყველა პარტიას, ბოლომდე განახორციელონ 8 მარტის შეთანხმება ” ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება. ასევე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე.
“ვულოცავ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებას და პატივს მივაგებ მათ, ვინც კანონპროექტის მიღებაში იყო ჩართული. კვლავ მოვუწოდებ ყველა პარტიას, ბოლომდე განახორციელონ 8 მარტის შეთანხმება და მადლობას ვუხდი აშშ-ს საელჩოსა და ელჩ დეგნანს გაწეული ძალისხმევისთვის,” – აცხადებს კიზინგერი.
Congrats to Parliament of #Georgia on final passage of amendments, and commend those who participated to ensure passage. I continue to call on all parties to fully implement March 8th agreement, and thank @usingeo and Amb Degnen for continuing hard work and essential role.
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) June 29, 2020