“დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ამას კვლავ ტელევიზორში აშუქებდნენ. ისევ ადანაშაულებს უკრაინას, ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მისთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი ათწლეულია ტერორით სწორედ ის საზრდოობს. სწორედ ის არის ტერორის ყველაზე დიდი ფანჯარა, ის და მისი სპეცსამსახურები. როცა ის აღარ იქნება, ტერორსა და ძალადობაზე მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა და არავისი სხვისი”.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის მხრიდან უკრაინისკენ მიმართულ ხელახალ ბრალდებებს გამოეხმაურა.