ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ კვლევა ჩაატარა, რითაც დაადგინა, რომ თბილისის მერი, კახა კალაძე რეიტინგით პირველ ადგილზეა.
“ჩვენ სოციოლოგიური გამოკითხვები გვაქვს ჩატარებული, ბოლო დროს, მათ შორის და ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩატარდა, რა თქმა უნდა, ამ კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, გამომდინარე იქიდან, რომ მან დატოვა პოლიტიკა. დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური პოლიტიკოსი დღეს ჩართული პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ და შემიძლია, ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ კახი კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით დღეს. ეს არის არსებული მოცემულობა”,– თქვა კობახიძემ რუსთავი 2–თან საუბრისას.
ცნობისთვის, კახი კალაძეს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი.