ენმ-ძალა ერთობაშიას მე-16 ნომერი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი თანაგუნდელები “ასულელებენ” და ისეთ კვლევებს უტარებენ, სადაც ქართული ოცნების რეიტინგი 120%-ია და ის “ბრედ პიტზე ლამაზია.”
“ამ კაცს ასულელებენ, ვითომ აკლდა ახალა გასულელება. დაანებეთ თავი, უკვე მეცოდება, გეუბნებით, რა სისულელეებს უწერთ, რა არის? გავიგე, რომ ფულს იღებთ და ატყუებთ და კვლევებს უტარებთ, სადაც 120% აქვს ბიძინას, არის დავით აღამაშენებელზე უფრო პოპულარული, ესპასიანეზე პოპულარული, არისტოტელეზე უფრო ჭკვიანი, ბრედ პიტზე უფრო ლამაზი. გავიგეთ, სუპერმენია, შეეშვით ამ კაცს, კაცო, წასვლა უნდა ალბათ”,- ამბობს გუბაზ სანიკიძე მთავარი არხის ეთერში.
ის ივანიშვილის თანაგუნდელებს მიმართავს, უფრო მარტივი ტექსტები დაუწერონ და ნუ “ეღადავებიან”.