კვორუმი ვერ შედგა – პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა გადადეს

“კვორუმი არ არის, კენჭისყრა ვერ შედგება” – პარლამენტში მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა გადადეს.

პლენარულ სხდომაზე კვორუმი ვერ შედგა, სხდომას 51 დეპუტატი ესწრებოდა. საკითხის განსახილველად 76 ხმა იყო საჭირო.

მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კლანის ოთხი მოსამართლე წევრი – ლევან მურუსიძე, ვალერიან ცერცვაძე, ირაკლი შენგელია და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზად დეპარტამენტმა კორუფციული საქმიანობა დაასახელა.