პირიქით, გენდერულმა კვოტირებამ ზიანი მოუტანა ქალებს და ქალების ემანსიპაციის საკითხს საქართველოში… ამ კვოტირებულ ქალებს ხომ ისევ კაცები არჩევენ? ამ კვოტირებულ ქალებს კაცები არჩევენ მორჩილების ნიშნით, შესაბამისად, იქმნება სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იყოს ასეთი – კაცების მორჩილი. ყველა ქალი, გინდა კვოტით, გინდა უკვოტოდ, რომელიც დღეს პარტიებში რაღაცა მოწინავე ადგილებზე მოხვდა, მოხვდა მორჩილების ნიშნით, და ის ქალები, მაგალითად მე, ვინც მორჩილები არ ვართ და არ ვემორჩილებით ამ წესრიგს, გიჟებად ვირაცხებით, იმიტომ, რომ ამ სტერეოტიპს ხელს უწყობენ ის კვოტირებული ქალები, რომლებიც მორჩილების ნიშნით არიან მოხვედრილები სიაში…
…ხელით არჩევენ კაცები მორჩილ ქალებს, იმისთვის, რომ ამისგან შექმნან იდეალი და მერე ყველა დანარჩენი, რეალური ლიდერი ქალი ვინც არის, რომელიც არ უშინდება დაპირისპირებებს, ის ხალხი მერე გიჟებად ირაცხებიან…
…ეს ყველაფერი უბრალოდ არის უნიჭო ქალების მეთოდი, რომ რამენაირად მოხვდნენ პარლამენტში, თავისუფალ ლიდერ ქალებს სჭირდებათ თავისუფალი კონკურენცია და სამართლიანი თამაშის წესები.
აცხადებს ამის შეასხებ, ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გენდერულ კვოტებზე საუბრისას TV პირველის ეთერში.