საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება ფარული ჩანაწერებით მანიპულირებას ისევ შეეცდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში თქვა, სადაც ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს – მოიგონეს ყალბი ისტორიები, კიდევ აპირებენ რაღაც ჩანაწერების გამოყრას, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხი მოვიდეს ახლა უნდა გავიშალოთ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
“მე მინდა ვუთხრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშიას” სიის ყველა წარმომადგენელს, ყველა აქტივისტს, ყველა ჩვენს ლიდერს – გავიშალოთ რეგიონებში.
მთავარია, ხალხს ვუთხრათ, რომ არჩევნებზე მოსვლას აქვს აზრი – იმიტო რომ ეს არის ერთადერთი გზა სიტუაციის მკვეთრად შეცვლის, მათ შორის კოვიდ-ვირუსის სიტუაციის გამოსწორების, მათ შორის
ეკონომიკური სიტუაციის სწრაფი გამოსწორების, მათ შორის ყველა იმ საკითხის გადაწყვეტის, რომელიც თითოეულ ადამიანს აღელვებს.
მთავარია ვიყოთ ძალიან აქტიურები და ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე – ჩვენი გამარჯვება იქნება გარდაუვალი!“– ამბობს სააკაშვილი.