კიდევ არის დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გამოსწორება დაიწყონ – ვიოლა ფონ კრამონი

“ჩვენ საქართველოს შესახებ გარდამტეხი რეზოლუცია მივიღეთ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ რჩება დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ. შეწყვიტეთ პოლარიზაციის ენა, ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლოს გამოსწორება, შეწყვიტეთ რუსული დეზინფორმაცია. – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კმარონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 308 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.