კიდევ გადავკეტავ სანამ ჩემ შვილს არ გამოუშვებენ – ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს

იგოეთის პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დატოვეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. ისინი პოლიციაში მას შემდგ გადაიყვანეს, რაც ღაიანთან ავტომაგისტრალი გადაკეტეს.  ოჯახი ამბობს, რომ თუ უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

”მე არ მინდა პოლიტიკური ელფერი მინდა მიეცეს ამ ყველაფერს, 7 თვეა უკვე იქ არის და დღეს 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე დღეს და გადავკეტეთ  კიდევ გადავკეტავ სანამ ნორმალურ პასუხს არ მომცემს მთავრობა და არ გამოუშვებენ ჩემ შვილს. “- განაცხადა ზაზა გახელაძის დედამ.

ზაზა გახელაძეს, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს და თვეები უკანონო პატიმრობაში ყავდათ დღეს, საოკუპაციო რეჟიმმა მას 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.