“კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით.
მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ!
ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან”
ლელო – ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წულუკიანის კომისიაში მეორედ დაიბარეს.მანამდე ხაზარაძე 25 მარტს დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა და სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან გადაიხადა.