“შეერთებულმა შტატებმა მილიარდები დახარჯა ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ძალთა ბალანსის დასადგენად. ეს გადაწყვეტილება[მოსამართლეების დანიშვნა] კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია დასავლური დემოკრატიისგან და ერთპარტიული რეჟიმისკენ. ქართულმა ოცნებამ ახლავე უნდა შეაჩეროს ეს პროცესი”
წერს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნაზე. ის ეხმიანება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელმაც მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევად მიიჩნია და ხელისუფლებას მოუწოდა, “აღადგინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი”.