კიდევ უფრო ლამაზი დიპლომატია მინდა, კიდევ უფრო ეფექტური” – ამის შესახებ, საქართველოს პრეზინდეტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიის დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ჩვენს დიპლომატიას აქვს საბრძოლველი ვიტყოდი, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა არის და წინა ხაზზე დგას დიპლომატია. ყველა კუთხით უნდა იყვნენ ტექნიკოსები, უნდა იყვნენ ეკონომისტები, უნდა იყვნენ კულტურის მატარებლები, ისტორიკოსები, ენის მცოდნე და ა.შ. და ა.შ.
ეს მრავალფეროვნება ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვითხოვთ ჩვენ დიპლომატებისგან და მე მგონი, რომ კიდევ მეტსაც ვითხოვთ. ვიტყოდი, ერთის მხრივ, რომ ეს სიტყვები წავართვა პოეტს, რომ ხომ ლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე კიდევ უფრო ლამაზი მინდა. კიდევ უფრო ლამაზი დიპლომატია მინდა, კიდევ უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კიდევ საქმე არის, რომელსაც სჭირდება მეტი რესურსები, ალბათ, ბატონო პრემიერო.”- განაცხადა პრეზიდენტმა.