კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დღეს დილით რუსების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხოლო რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. კლიჩკოს განცხადებით, ექიმები იბრძვიან იმ ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებიც აფეთქების შედეგად დაშავდნენ.
როგორც ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რუსი გენერლები კიევზე სარაკეტო თავდასხმით იმუქრებოდნენ – რამაც ეს შედეგი გამოიწვია. კლიჩკომ მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს. მან, ასევე, სთხოვა კიევში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს, რომ დროებით ამისგან თავი შეიკავონ და უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ.