“გვსურს ოფიციალურ ლონდონს შევახსენოთ: ასეთ სცენარში, სწორედ მის სინდისზე იქნება მორიგი ესკალაციის “სისხლიანი მოსავალი”, ასევე ამის შედეგად მიღებული სამხედრო-პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის”.

ნათქვამია დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული მუქარა დიდი ბრიტანეთის, რიში სუნაკის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ  უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესაძლებლობა არ გამორიცხა.