დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ ჩერნიგოვსა და კიევში სამხედრო აქტივობებს მკვეთრად შეამცირებენ, დაბომბვა და სარაკეტო დარტყმები გაგრძელდა.
“რუსული ძალები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით, შეზღუდული რაოდენობის ქვედანაყოფების გაყვანის მიუხედავად. მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ, მძიმე ბრძოლები გაიმართება ქალაქის გარეუბნებში.
მძიმე ბრძოლები გრძელდება მარიუპოლში, რუსული ძალების მთავარი მიზანია, თუმცა უკრაინული ძალები კვლავ აკონტროლებენ ქალაქის ცენტრს”,– აცხადებს ბრიტანეთი.