კიევის ირგვლივ ქალაქებში გაუპატიურების უამრავი შემთხვევაა – არესტოვიჩი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში ოკუპანტების მიერ სიკვდილით დასჯის, ძარცვისა და გაუპატიურების ასობით შემთხვევაა.

მან ჩერნიგოვის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც რუსებმა პურის რიგში მდგარი ადამიანები დახოცეს.

“ჩერნიგოვი ერთ-ერთია იმ ქალაქებიდან, რომლებიც ექვემდებარება მუდმივ დაბომბვას სამოქალაქო სამიზნეების მიმართ… მაგრამ არის ბევრად უფრო შემაშფოთებელი შემთხვევები“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, ოთხი დღის წინ რამდენიმე ოჯახი ბალაკლია-იზიუმის მიმართულებით მიდიოდა, ისინი დამპყრობლებმა შეაჩერეს, მანქანა დაათვალიერეს და დარწმუნდნენ, რომ იქ ბავშვები იყვნენ, მათ შორის სკოლამდელიები, „ბედნიერი მგზავრობა უსურვეს და ზურგში ესროლეს. ერთ-ერთი მანქანა გადარჩა, მეორეს ბედი უცნობია, მესამე ბავშვებთან ერთად დახვრიტეს“, – განაცხადა მან.

არესტოვიჩის ინფორმაციით, “კიევის ირგვლივ ქალაქებში არის გაუპატიურების უამრავი შემთხვევა”.

“ადრე იყო იზოლირებული შემთხვევები, მაგრამ ახლა ხდება ძალადობის სისტემატური გამოყენება“, – აღნიშნა მან.

არსტოვიჩის შეფასებით, ეს არის რუსეთის ფედერაციის გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.