კიევის ოლქში კიდევ აღმოაჩინეს დახვრეტილი და ნაწამები უკრაინელების ცხედრები. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ასევე მათი ინფორმაციით, ექსჰუმაცია ჩაუტარდა 1 300-ზე მეტ ცხედარს. ასევე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ცხედრები მორგში გადაასვენეს, სადაც მათ ექსპერტიზა ჩაუტარდა.
200-ზე მეტი მოკლულის ვინაობა დადგენილი ჯერაც არ არის.