კიევის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას, “მთავარს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დაუდასტურა.

სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება და უწყება ვალდებულია, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, პატიმარი საქართველოში დააბრუნოს.

მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის მიმართ საქართველოს ციხეში განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე უკრაინაში დღეს პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა.