კიევის სკოლებში რუსული ენის სწავლება მთლიანად უქმდება – ამის შესახებ ნათქვამია კიევის ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც საერთაშორისო იურისტმა ანდრეი სმოლიიმ გამოაქვეყნა.
„ახალ სასწავლო წელს სასკოლო პროგრამები არ ითვალისწინებს საგნების რუსულ ენაზე სწავლებას და რუსული ენის შესწავლას, როგორც საგანს, ან არჩევითად“, – წერია დოკუმენტში.
- “კიევში სკოლები აღარ ისწავლიან ოკუპანტის ენას”, – განაცხადა ანდრეი სმოლიიმ.