უკრაინამ თურქეთს მიმართა თხოვნით, დააკავოს რუსეთის დროშით მცურავი გემი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, დატვირთულია უკრაინული მარცვლეულით. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რუსული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zhibek Zholy-ს უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა რუსეთის მიერ ოკუპირებული პორტი ბერდიანსკიდან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ბერდიანსკში გემზე დაიტვირთა უკრაინის კუთვნილი დაახლოებით 4,500 ტონა მარცვლეული. უკრაინული მხარე ანკარას მოუწოდებს, განახორციელოს საზღვაო ხომალდის ინსპექტირება და “ამოიღონ მარცვლეულის ნიმუშები ექსპერტიზის ჩასატარებლად”.