კიევი მზად არის ნეიტრალური სტატუსი განიხილოს, თუმცა ამისთვის უსაფრთხოების გარანტიებია საჭირო – უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

 

უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს ნეიტრალურ სტატუსზე, თუმცა ამისთვის კიევმა მოსკოვისგან უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკს განცხადებაში.

“უკრაინა ყოველთვის ტოვებდა და ტოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის. მათ შორის ახლა, როცა რუსეთი სრულმაშტაბიან შეჭრაზე წავიდა. ეს ომი უნდა შეწყდეს. ეს საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს“– განაცხადა პოდოლიაკმა. (РБК–ს ციტატა)

ჩინოვნიკის თქმით, კიევში მოსკოვიდან ხშირად მოუსმენიათ, რომ მათ “ლაპარაკი უნდათ“.

“თუ ნეიტრალურ სტატუსზე უნდათ ლაპარაკი, ჩვენ ასეთი განხილვის არ გვეშინია. კითხვა მხოლოდ ის არის, ვინ და როგორ მისცემს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიას და მიღწეული შეთანხმებების შესრულების გარანტიას“.

პოდოლიაკმა ასევე გაიხსენა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა, რომელმაც ვერ დაინახა ევროპული ქვეყნების მზადყოფნა, “იომონ ჩვენთან ერთად და უკრაინა ნატოში მიიღონ.“ ეს ნიშნავს, რომ “მათ ეშინიათ“– ასკვნის მრჩეველი.