კიევი მოქალაქეებს მოუწოდებს, შეამცირონ მანქანების გამოყენება სამხედროებისთვის საწვავის დაზოგვის მიზნით

სამხედროებისთვის საწვავის დაზოგვის მიზნით, კიევი მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოიყენონ თავიანთი მანქანები.

“კიეველებო, თუ დაბრუნდით დედაქალაქში, გთხოვთ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუ ეს შესაძლებელია. ვინც უსაფრთხო ადგილებზეა [კიევის გარეთ], გთხოვთ დაელოდოთ დაბრუნებას”, – თქვა მიკოლა პოვოროზნიკმა, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

პოვოროზნიკმა თქვა, რომ ქალაქში არანაირი პრობლემა არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელთან დაკავშირებით, რომელიც მუდმივად ფართოვდება დედაქალაქში დაბრუნებული მაცხოვრებლების გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

დედაქალაქის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს ახლაც მოუწოდებს, რომ  ჯერ არ დაბრუნდნენ ქალაქში რადგან  სარაკეტო თავდასხმების საფრთხე კვლავ არსებობს.