კიევის თავდაცვის სარდალის, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკის განცხადებით, ღამით მტერმა განაგრძო კიევის თავდაცვის გარღვევის მცდელობა, რუსული ჯარების კოლონებმა არაერთხელ სცადეს დედაქალაქის გარეუბანში შეტევა, თუმცა ოკუპანტების ყველა მოძრაობა კონტროლის ქვეშ იყო და დროული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
“ვითარება ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში კონტროლს ექვემდებარება – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიზნის მიღწევის ყველა მცდელობა ჩაიშალა. განადგურდა საოკუპაციო ტექნიკა.
მტერმა მნიშვნელოვანი საკადრო დანაკარგები განიცადა.
ჯარი დემორალიზები და გამოფიტულია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვიცით, როგორ დავიცვათ ჩვენი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან”,– აცხადებს გენერალ-პოლკოვნიკი.