“რაც შეეხება კონტრშეტევას, იმედი მაქვს გადავდგამთ ნაბიჯებს მშვიდობისკენ, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას იმიტომ, რომ მშვიდობა გვსურს. უკრაინას რომ არ დავხმარებოდით, მას დაიპყრობდნენ და გვექნებოდა გაცილებით დიდი საფრთხე – საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანა იქნებოდა დიდი რისკის ქვეშ. ამიტომ უკრაინას თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად ვეხმარებით.[…]მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა მივყვეთ რამდენიმე წლის წინ დაწყებულ პროცესს, რათა უკრაინა გახდეს NATO-ს ოპერატიული წევრი. მე მჯერა, რომ პირველი არსებითი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ამ შედეგამდე, იქნება NATO-ს ერთგვარი საბჭოს შექმნა, რომელიც დაინახავს უკრაინის ჩართულობას, მათ შორის, ინფორმაციის გაზიარების კუთხით. ეს კი შეიძლება იყოს უკრაინაში NATO-ში შესვლის წინაპირობა”.

განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ.