კიევში დააკავეს ბერი, რომელიც სავარაუდოდ რუსებს ეხმარებოდა

კიევის პოლიციამ 41 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ერთ–ერთი ტაძრის ბერია. მას სადაზვერვო–დივერსიულ საქმიანობაში ედება ბრალი.

პოლიციამ ის მეტროს სადგურში დააკავა. მისი ბინიდან ამოღებულია გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც პოლიციის აზრით ადასტურებს, რომ დაკავებული რუსულ არმიას ეხმარებოდა.

“გარდა ამისა, ეჭვმიტანილის ტელეფონში შემორჩენილია რუსეთის  აბონენტებთან მიმოწერა უკრაინელების განადგურების მოწოდებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ფოტოებით, ბლოკპოსტების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი აუდიოჩანაწერეი“–ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.