კიევში დააკავეს მღვდელი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა

რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო კიევში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი დააკავეს.

უკრაინული მედიის ცნობით, მას რუსულ სპეცსამსახურებთან მიმოწერა ჰქონდა.

გარდა ამისა, მისი სახლის ჩხრეკისას იპოვეს ოკუპანტების სიმბოლო “Z” და “რუსეთის იმპერიის” დროშა.