კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. მისი თქმით, ეს იძულებითი ზომაა თუმცა აუცილებელია დედაქალაქიც მცხოვრებთა უსაფრთხოებისთვის.
“მეგობრებო! კიევი დღეიდან კომენდანტის საათს აწესებს, რომელიც იმოქმედებს საღამოს 22:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე. ეს იძულებითი ზომაა, მაგრამ სამხედრო აგრესიით გამოწვეულ ვითარებაში აუცილებელია დედაქალაქის მცხოვრებთან უსაფრთხოებისთვის”. – წერს ვიტალი კლიჩკო.