უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ შაბათს კიევს ერთდროულად სამი ევროპული სახელმწიფოს: ბელგიის, პოლონეთისა და ლიეტუვას პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram-ის არხზე დაწერა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კრო მასთან მოლაპარაკებებს მართავს კიევში.
“მოხარული ვარ, რომ დღეს ვმასპინძლობ ლიეტუვისა და პოლონეთის მთავრობის მეთაურებს, ინგრიდა სიმონიტეს და მატეუშ მორავიეცკის. ლუბლინის სამკუთხედის ფორმატში განვიხილეთ აქტუალური საკითხები და გამოწვევები, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ შეთანხმებას. განცხადება, რომელშიც ჩვენ შევთანხმდით ჩვენს რიგ პოზიციებზე“.- აცხადებს უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი.
ევროპელმა ლიდერებმა მიხაილოვსკის მოედანზე “ჰოლოდომორის” მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.