კიევში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ჭურვი მოხვდა

უკრაინის საგანგებო სამსახური ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კიევში, ლობანოვსკის პროსპექტ6–ში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ჭურვი მოხვდა. ეს არის სოლომენსკის რაიონი, რომელიც ჟულიანის აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს.

წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის. არავინ დაზარალებულა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.