კიევში უკრაინის საჰაერო თავდაცვმა რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომლის ნამსხვრევებით მშვიდობიან მოსახლეობას დაეცა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა 6 ადამიანი.
რაკეტის ნაშთები დედაქალაქში, კურენევკას საცხოვრებელ უბანში დაეცა.
“ტროლეიბუსი, რომელიც მგზავრების გარეშე იყო, მთლიანად განადგურდა. ჩაიმსხვრა მეზობელი სახლების ფანჯრები, დაზიანდა აივნები და პირველ სართულებზე კომერციული ფართები”,– განაცხადა კლიჩკომ.