უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, კიევი და მისი სამთავრობო კვარტალი უსაფრთხო არ არის.
“სამთავრობო კვარტალში ჯერ კიდევ პოულობენ დანაღმულ მანქანებს, ყველა ტიპის ცუდი ადამიანის კვალს”,– თქვა არესტოვიჩმა და აღნიშნა, რომ ეს ყოველდღე ხდება.
მისივე განმარტებით, კიევში პეჩერსკის რაიონი, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი.
“ბევრს ჰგონია, რომ კიევი უსაფრთხოა, ხოლო კიევში ყველაზე უსაფრთხო ადგილი პეჩერსკია და ამიტომ – ეს ასე არ არის, რბილად რომ ვთქვათ. და რაც მთავარია, მტერს ჯერ არ შეუწყვეტია რაიმე ძალისხმევა ამ მხრივ”,– აღნიშნა არესტოვიჩმა.