კიევში სამთავრობო კვარტალში სროლების ხმა ისმის

სააგენტო Associated Press–ის ინფორმაციით კიევში, სამთავრობო კვარტალში სროლების ხმა ისმის. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება იფნორმაცია და ვიდეო, რომ კიევში ისევ საჰაერო განგაში გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან უკრაინის დედაქალაქის გარეუბნებში სროლის ხმა ისმის.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კიევის ობოლონის რაიონში რუსული დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფი მოქმედებს. მანამდე ამის შესახებ თვითმხილველები და მედია საუბრობდნენ.

ინფორმაცია განახლების რეჟიმშია