უკრაინის დედაქალაის, კიევის საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის ტერიტორიაზე რუსულენოვანი კულტურული პროდუქტის: სიმღერების, კონცერტების და თეატრალური წარმოდგენების საჯარო გამოყენება აკრძალეს. აღნიშნული ინფორმაცია კიევის საკრებულოს ვებგვერდზე 13 ივლისს გამოქვეყნდა.
საკრებულოს განათლებისა და მეცნიერების მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელის მოადგილის, ვადიმ ვასილჩუკის თქმით, “აუცილებელია საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ შეიზღუდოს რუსულენოვანი კულტურული პროდუქტი უკრაინის დედაქალაქის ტერიტორიაზე.”
კულტურის სფეროში საქმიანობის განხორციელების პროცესში შექმნილი რუსულენოვანი საქონლისა და მომსახურების საჯარო გაშუქება და დემონსტრირება აიკრძალა.საუბარია: წიგნები, ხელოვნების ალბომები, აუდიოვიზუალური ნამუშევრები, მუსიკალური აუდიოჩანაწერები, ხელნაკეთი ნივთები, თეატრალური და ცირკის წარმოდგენები, კონცერტები, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურება.
გადაწყვეტილებას მხარი 120-დან 71-მა დეპუტატმა დაუჭირა.